logo
ENG



ბათუმში, კინოთეატრ "აპოლოსთან" პოლიციამ ერთი პირი დააკავა

09 ნოე 201920:47
3 წუთის საკითხავი
 
dijbctuvyu5zalo.png

ბათუმში, კინოთეატრ "აპოლოსთან", სადაც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება მიმდინარეობს, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. დაკავებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მაყურებელს, რომელიც ფილმის კინოსეანსზე აპირებდა შესვლას.

დაკავების ფაქტი "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერასთან დაკავშირებით, რადიკალური დაჯგუფების მიერ ორგანიზებულ აქციებზე საქართველოს მასშტაბით სულ 29 პირი დააკავეს. 

 

 


close დახურვა